ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია – მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა სააკაშვილს სინანული და ნამდვილად ფერისცვალება

მე პირადად არ ვიცი რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სინანული, აქვს თუ არა ნამდვილად ფერისცვალება“, – ამის შესახებ აგარაკ-წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის სტუმრობა შეაფასა.

როგორც გრიგოლ კაცია განმარტავს, ქრისტიანული თვალსაზრისით, კარგია როდესაც მღვდელმთავარი ადამიანს აზიარებს, კიდევ ერთხელ აუხნის რა არის მარხვა, სინანული და შეწყალება.

“მეუფე ნიკოლოზი ძალიან ღირსეული მღვდელმთავარია. ეს მისი პოზიციაა და ღმერთმა დალოცოს. იურდიულად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ქრისტიანულად კარგია, რომ შევიდეს მღვდელმთავარი, მშვიდად ესაუბროს, აზიაროს. კიდევ ერთხელ აუხსნას რა არის მარხვა, სინანული, შეწყალება და შერიგება. მე პირადად არ ვიცი რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სინანული, აქვს თუ არა ნამდვილად ფერისცვალება. ჩვენ ვიხსენებთ მიქაელს, როგორც საპყრობილეში მყოფ ადამიანს, კვეთაში, ბარძიმში ვლოცულობთ. საერთოდ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რომ იყოს შერიგება, პატიება, იყოს სიტყვა შემიწყალე, მაპატიე,”- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ნატო-ს წვრთნები მოსკოვისთვის სერიოზული გამოწვევაა
შემდეგი სტატიაჩემი ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი 10-მდე თანამშრომელმა დატოვა – ლევან ხაბეიშვილი