13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი: საპატრიარქო არჩევნებში ადმინისტრაციის მხრიდან “მცირე დაზიანებები შეინიშნება”

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ საპატრიარქო არჩევნებში ადმინისტრაციის მხრიდან “მცირე დაზიანებები შეინიშნება”.

როგორც მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, ადმინისტრაცია არ უნდა იყოს მხარე და ამისთვის პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება მოსაყდრე შიოს.

,,დღევანდელი ადმინისტრაციის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და ადმინისტრაცია არ უნდა იყოს მხარე. ამისთვის, რა თქმა უნდა, პირველი პასუხისმგებლობა ეკისრება მოსაყდრეს.

შეინიშნება მცირე დაზიანებები ამ მხრივ. ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი გამოდის და უკვე ბოლოში, მოგებული პედესტალზე დგას და მაშინ იძახის, რომ მე ვარ მიკერძოებული, მე ვფიქრობ, რომ ეს არასამართლიანია.

თუ შენ გგონია, რომ მიკერძოებული გახდე, რომ არ გამოიყენო რაიმე ადმინისტრაციული რესურსი, მაშინ უნდა დატოვო დროებით მაინც თანამდებობა და გადააბარო სხვას, იმიტომ, რომ სხვა ადგილობრივ ეკლესიებში ასეთი გამოცდილებაც კი არსებობს, რომ რომელიმე მოსაყდრე რომ თავის კანდიდატურას აყენებს, ის გადადგება და უთმობს სხვა მოსაყდრეს ამ ორგანიზების და არჩევნების ჩატარების უფლებას, რომ კონკურენტუნარიანი და სამართლებრივი იყოს პროცესები”, – აცხადებს გიორგი ჯამდელიანი.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, სინოდის სხდომაზე 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს.

სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან:
მეუფე შიო (მუჯირი) — სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;
მეუფე იობი (აქიაშვილი) — მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი;
მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) — ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.

ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

banner
წინა სტატიაშილაშა ჟვანია: თანამედროვეობის დიდი მოღვაწე მიტროპოლიტი იობის საღვთისმეტყველო განათლების დადასტურებას ფიზიკურად დიპლომის არსებობა არ სჭირდება
შემდეგი სტატიასასულიერო სემინარიაში მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით იმსჯელებენ