გიორგი შინჯიკაშვილმა განაცხადა, რომ ეპისკოპოს გიორგი ჯანმდელიანს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლო დავა მოუგო.
სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოეხმაურა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი.
,,ვაი, უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრმდებელთ” (ისაია.თავი X.1.)
“ვაი მათ,ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს-ბოროტებას.ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს-ბნელად.”(ისაია.თავიV.20)
მსურს გამოვეხმაურო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას და ოდნავი სიცხადე შევძინო მას.
დიდი ხანია ამ ქვეყანაში სამართალს კრიზისი უდგას და ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება.
მიუხედავად იმისა,რომ მე როგორც მღვდელმთავარი ვმოქმედებდი საეკლესიო სამართლის კანონიკური ნორმების დაცვით,მოსამართლემ უგულებელყო მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინა.არ გაითვალისწინა,რომ ვმოქმედებდი საეკლესიო სამართლით ჩემთვის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ჩემს ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.პიროვნების ვინაობა არ გაჟღერებულა არც ამბიონიდან,არც საეკლესიო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილების ინტერპრეტირება ისე,თითქოს სამართალი აღსრულდა და სამართალმა გაიმარჯვა,გახლავთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა.
აღნიშნული საქმე გახლავთ სამოქალაქო საქმეების კატეგორია და მას კავშირი არ აქვს სისხლის სამართლის დანაშაულის განხილვასთან.
ეს პროცესი ჯერ კიდევ წინაა!
რაც შეეხება აღნიშნულ შემთხვევას, მოსამართლემ იმსჯელა და დაადგინა, რომ რადგან ჯერ პირის მიმართ არ დამდგარა სასამართლოს განაჩენი სისხლის სამართლებრივ საქმეზე, შესაბამისად მის მიმართ გაჟღერებული ყველა ბრალდება უკანონოა უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით.
ბოლნისის რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, ჰქონდა თუ არა დანაშაულის მომზადებას ადგილი, რადგან მას ამის უფლებამოსილება არც აქვს.
ეს გახლავთ ამ საქმის ფორმალური და კანონიერი მხარე.
შესაბამისად, ატეხილი აჟიოტაჟი, ყიჟინა და აღდგენილ სამართალზე საუბარი უადგილო, სასაცილო და ნაადრევია.
ეს გახლავთ ჩემი პოზიცია და ბოლო კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ მასკარადში მონაწილეობას არ ვაპირებ.
გიორგი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი”,- დაწერა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა.
ცოტა ხნის წინ გიორგი შინჯიკაშვილმა განაცხადა, რომ ეპისკოპოს გიორგი ჯანმდელიანს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლო დავა მოუგო.

















