ეპიდვითარება სამეგრელოში- რეგიონში 477 პირი გამოიკვლიეს

 რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 477 პირის ნიმუშიდან 138- ზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა. კორონავირუსის 93 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა, 12-მესტიაში, ჩხოროწყუში -10; 8 სენაკში, 7 -ფოთში. 4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა ხობში და 1- აბაშაში.

ამასთან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება რეგიონში 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს. 

რაც შეეხება რუხის კლინიკას, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადის 161 კოვიდ პაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1 მძიმე.

 ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 140 ადამიანი.

banner
წინა სტატიაში“თაიმერისთვის”ცნობილი ხდება პირის ვინაობა, რომელიც სამადაშვილს ესაუბრებოდა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი სამადაშვილის ჩანაწერზე: გამკეთებლებს და გამავრცელებლებს სულ განსაკუთრებული რეჟიმის ციხე-კოლონიაში უნდა ახეხინო კამერები კბილის ჯაგრისით