ეპიდვითარება სამეგრელოში: 279 გამოკვლეული პირიდან, 65-ს ვირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 279 პირი გამოიკვლიეს, საიდანაც 65-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “თაიმერს” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევებიდან 48  ზუგდიდში დაფიქსირდა, საიდანაც 44 უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. რაც შეხება ოთხ პირს, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, ისინი “რუხის” და “ევექსის” კლინიკებში ცხელების სიმპტომებით შესული პაციენტები არიან. 

ცნობისთვის, ზუგდიდში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 33, სავაჭრო ობიექტებში, კერძოდ აგრარულ ბაზარში გამოვლენილ შემთხვევებს უკავშირდება

ბაზარში დასაქმებული პირები, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, მათი გადაყვანის გადაწყვეტილებას, საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებენ. 

 ამასთან, უსიმპტომო პაციენტებს, რომლებსაც  სახლში შესაბამისი პირობები არ აქვთ, ეპიდემიოლოგები გადაიყვანენ კოვიდ სასტუმროში, ხოლო მათ ვისაც სახლში იზოლაციის დაცვა შეუძლია , მკურანლობა ბინაზე მოხდება.

რაც შეეხება წალენჯიხას, კორონავირუსი კიდევ ოთხ პირს დაუდასტურდა, საიდანაც ორი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო კიდევ ერთის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები იკვლევენ. 

“კოვიდ 19”-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩხოროწყუში,რომელიც ასევე არის, უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა სენაკში და ისინიც  კონტაქტები არიან.  

პრესამსახურის ინფორმაციით, ორი შემთხვევა ხობში გამოვლინდა, საიდანაც ერთი ტექსტილის ინფიცირებული თანამსრომლის კონტაქტია, ხოლო კიდევ ერთის წყაროს სპეციალისტები იკვლევენ. 

banner
წინა სტატიაში“ჩამოყალიბდა მანტრა: “უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს”- რას წერს ნოდია ?
შემდეგი სტატია8 თვის შემდეგ ენგურის ხიდი პენსიონერებისთვის გაიხსნა