ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში მოცემული ეტაპისთვის არის ძალიან მძიმე

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში მოცემული ეტაპისთვის არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა მაკა კაშიამ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდვითარებას ახალი შტამი – „ომიკრონი“ კიდევ უფრო დაამძიმებს.

„წინ გველოდება სადღესასწაულო დღეები, რაც გამორიცხავს რაიმე დადებითი დინამიკის და დადებითი პროგნოზის გაკეთებას, რადგან, ვიცით რომ მოიმატებს მობილობა, როგორც ქალაქებს შორის, ისე ქალაქშიც, რაც ინფექციის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას გამოიწვევს. ამ არსებულ მდგომარეობას კი დაამძიმებს ახალი შტამის არსებობა, რომელიც უკვე დაფიქსირდა საქართველოში და შეიძლება ითქვას, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში გახდება კიდეც დომინანტური“, – განაცხადა კაშიამ.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მედალოსანი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს
შემდეგი სტატიამეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა