ეპიდემიოლოგის რჩევები სეზონური ვირუსების გავრცელების დროს

სეზონური ვირუსების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში, ძირითადად A ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ვირუსებს – მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე, სისუსტეც ახლავს.

ეპიდემიოლოგი მოსახლეობას რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ტემპერატურა – 38 და მეტი, სახსრების ტკივილი – ჩხაიძე განმარტავს, რა სიმპტომები ახასიათებს H1-ს და H3 ვირუსს

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე მოსახლეობას ვაქცინასიისკენ მოუწოდებს.

„სეზონური ვირუსებია. ეს ბუნებრივ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, შესაძლებელია პრევენციული ღონისძიების გატარება. მნიშვნელოვანია დახურული სივრცეების ხშირი ვენტილაცია,ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროული კონსულტაცია ექიმთან და იზოლაცია. მნიშვნელოვან ეფექტურ ფაქტორს, მაინც, ვაქცინა წარმოადგენს, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომია და შესაძლებელი არის 6 თვის ასაკიდან“, – აცხადებს ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენმა სააკაშვილისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა
შემდეგი სტატიატრამპმა აიოვაში წინასწარ კენჭისყრაში გაიმარჯვა