ეპიდემიოლოგები შეზღუდვების დადებით შედეგს ორ კვირაში ელოდებიან

ეპიდემიოლოგები ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების სამომავლო შედეგებზე საუბრობენ.

მათი განმარტებით, შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს და ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება.

სპეციალისტების განმარტებით, რეგულაციების ამოქმედების შედეგად შემცირებულია ადამიანების კონტაქტები, რაც სამომავლოდ სტატისტიკაში დადებით ტენდენციებს გვაჩვენებს.

“რეგულაციებიდან რამდენიმე დღეა გასული, ამიტომ ეფექტზე საუბარი ძნელია. უახლოესი 10 დღის განმავლობაში მზარდი სტატისტიკა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ რეგულაციები თუ ეფექტურია, ამას 2 ან 3 კვირაში ვნახავთ,”- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

“კონტაქტები, ადამიანების ხშირი გადაადგილება და ურთიერთობები შედარებით შეზღუდულია და ამან თავისი გარკვეული კვალი, ერთი კვირის განმავლობაში, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უკვე დატოვა,”- აცხადებს პროფესორი, ექიმი თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამა ნიკოლოზ როინიშვილი: “ჩაგი@ვით აიფონშია”-წყაროზე მოსმენილი გლეხური შაირი
შემდეგი სტატია300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეიდან იწყება