ეპიდაფეთქება ოკუპირებულ აფხაზეთში – კორონავირუსით 200-ზე მეტი სამხედროა ინფიცირებული

ეპიდაფეთქება ოკუპირებულ აფხაზეთში – ერთდროულად 200-ზე მეტ სამხედროს სოხუმის სამხედრო ბაზაზე, კორონავირუსი დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები სოჭისა და კრასნოდარის სამხედრო ჰოსპიტალებში გადაიყვანეს. სავარაუდოდ ვირუსის გავრცელების კერა სამხედრო წვრთნები გახდა, რომელიც გუდაუთის ბაზაზე 1 კვირის წინ ჩატარდა.

ვირუსის გავრცელების საფრთხეა ოჩამჩირეშიც, სადაც 3 დღის წინ, სწორედ სოხუმის სამხედრო ბაზიდან ჩაიყვანეს როტაციის მიზნით მორიგე სამხედროები.

ოკუპანტები ვირუსის გავრცელებას ადასტურებენ, თუმცა მასშტაბებს მალავენ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 439 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამელია – ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული