ენტონი ფაუჩი – თუ კოვიდ 19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსი გადაიტანეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაინც უნდა გაიკეთონ.

„თუკი კოვიდ 19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ. ხელახლად დაინფიცირება ინფიცირებიდან 90 დღის განმავლობაში იშვიათია და თუკი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, ამ 90-დღიანი პერიოდის დასრულებამდე მოიცადოთ,“- განაცხადა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ვაქცინის ორივე დოზა უნდა გაიკეთონ.

რამდენიმე დღის წინ ონლაინ გამოქვეყნდა ერთ-ერთი კვლევის წინასწარი შედეგები, რომლის თანახმადაც, იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდ 19-ით დაინფიცირებულები იყვნენ და გამოჯანმრთელდნენ, კორონავირუსის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გაკეთების შემდეგ ანტისხეულების იგივე ან უფრო მაღალი დონე აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი არ ჰქონდათ და ვაქცინის ორივე დოზა გაუკეთდათ

banner
წინა სტატიაშილავროვთან საუბარში ბლინკენმა საქართველოს მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხი წამოჭრა
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა