ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

“სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა. მათ განიხილეს ნატო-რუსეთის საბჭოს და ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომები. მდივანმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობას უკრაინაში და მის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების ღრმად შემაშფოთებელი დაძაბულობის დეესკალაციისთვის. მდივანმა გაიმეორა აშშ-ს ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერ განხილვას უნდა მოიცავდეს ნატოს მოკავშირეებს და ევროპელ პარტნიორებს, მათ შორის უკრაინას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდღესავით ნათელია, რა გააკეთა მმართველმა ბანდამ – სააკაშვილი გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმეზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მიმართვა “ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეულ საკრებულოს წევრებს