ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, დაეგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვანგ ის მოუწოდა, დაეგმო რუსეთი აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობის გზები შესთავაზა.

მედიის ცნობით, ჩინეთის და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა ინდონეზიაში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ, ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებთან საუბარში უარყო ჩინეთის განცხადება რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალიტეტის შენარჩუნების შესახებ. მისი თქმით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თებერვლის თვეში საკუთარი განცხადების ერთგული დარჩა ვლადიმერ პუტინთან პარტნიორობის შესახებ და რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს გაეროში და გააძლიერა რუსეთის პროპაგანდა.

ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ მაისში პეკინმა და მოსკოვმა ერთობლივი სტრატეგიული წვრთნებიც ჩაატარეს.

„ვცდილობდი მეთქვა სახელმწიფო მრჩეველისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. რაც თქვენ გესმით პეკინისგან არის ის, რომ იგი აცხადებს, რომ ნეიტრალურია. დავიწყებ იმით, რომ საკმაოდ რთულია იყო ნეიტრალური, როცა საქმე ეხება ასეთ აგრესიას. არსებობს აშკარა აგრესორი, არის აშკარა მსხვერპლი“, – განაცხადა ბლინკენმა.

banner
წინა სტატიაშილაიმა ვაიკულეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილი ამერიკის ელჩს დიპლომატიას უწუნებს