ენტონი ბლინკენი: ვლადიმერ პუტინს ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი ამოძრავებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი ამოძრავებს.

CNN-ის ჟურნალისტის კითხვაზე – აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ლეონ პანეტამ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი ამოძრავებს. ეთანხმებით? – ენტონი ბლინკენმა უპასუხა, რომ ფიქრობს, ეს სიმართლეა.

“ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანი იმ ქვეყნებზე გავლენის სფეროს აღდგენაა, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ. როგორც ვთქვით, ეს მიუღებელია. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით მსოფლიოს, სადაც გავლენის სფეროები არსებობს. ეს იყო არასტაბილურობის რეცეპტი, კონფლიქტის რეცეპტი – რეცეპტი, რომელმაც მსოფლიო ომები გამოიწვია. ჩვენ ამას არ დავუბრუნდებით,” – აღნიშნა ბლინკენმა.

წინა სტატიაშივაშინგტონი მხარს უჭერს პრინციპს, რომ ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ, რომელ ალიანსებს შეუერთდნენ
შემდეგი სტატიაყაზახეთში სამხედროების გადაყვანა გრძელდება