ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ჰუსეინ ალ-შეიხმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა.

ისრაელში გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიმოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაგაერო-ში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, ღაზიდან 338 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული