ენტონი ბლინკენი – ნატო-ს სამიტი გააძლიერებს უკრაინის კავშირებს ალიანში გაწევრიანების გზაზე

ნატო-ს სამიტი კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის კავშირებს ალიანში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრო კულებასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ბოლო კვირებსა და თვეებში და სამიტზე ნახავთ უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, მოკავშირეები გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა უკრაინა ძლიერი იყოს, როგორც სამხედრო კუთხით, ისე ეკონომიკურად და დემოკრატიულად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმაზეც და აღნიშნა, რომ ამ თავდასხმამ ხაზი გაუსვა უკრაინისა და მისი თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერის აუცილებლობას.

ბლინკენის თქმით, ძლიერი და წარმატებული უკრაინა საუკეთესო პასუხია კრემლის აგრესიაზე.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის მიმართვა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლებს
შემდეგი სტატია“როგორ ხდება ის, რომ სხვადასხვა პარტიაში იყოს ორი ძმა” – რას ამბობს გია ჯაფარიძე