ენტონი ბლინკენი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“ წერს.

„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში.

ამგვარი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას უფრო აახლოებს იმ მშვიდობიანი მომავლისკენ, რომელსაც ისინი იმსახურებენ“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
შემდეგი სტატია“თაიმერი”-13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა