დღეს, იორდანიის დედაქალაქ ამანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენ განვიხილავთ არაბულ პოზიციას, რომელიც მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და სიტუაციის გაუარესების შეჩერებას, რადგან იგი რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს”, – ნათქვამია იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.