ენტონი ბლინკენი: ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო

ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

„ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, რადგან ნატო თავდაცვითი ალიანსია. ეს გამჭვირვალე ალიანსია. ის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ის რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სამწუხაროდ, ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ევროატლანტიკურ რეგიონში ვიხილეთ, რუსეთის აგრესია იყო ჯერ საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიამადლობა აშშ-ის ელჩს საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერისთვის! – ომბუდსმენი