ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა. ის NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბლინკენი ხაზს გაუსვამს ალიანსის მხრიდან უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

“სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მათ შორის, NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დაამტკიცა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში
შემდეგი სტატიაწარმომადგენელთა პალატის სპიკერი – პუტინს ვერ მივცემთ ევროპაში მარშით გავლის საშუალებას