ენტონი ბერჯესის არქივში “მექანიკური ფორთოხლის” გაგრძელება იპოვეს

მწერალ ენტონი ბერჯესის არქივში მანამდე უცნობი ხელნაწერი იპოვეს, რომელიც სატირული ანტიუპოტია “მექანიკური ფორთოხლის” გაგრძელებაა.

200 გვერდიანი ტექსტის სათაურია “მექანიკური ფორთოხლის მდგომარეობა” და მასში ადამიანის სხვადასხვა მდგომარეობებზე მწერლის მოსაზრებებია მოცემული, სადაც 1962 წელს გამოცემული რომანის თემებს ეხება. ხელნაწერი ადრე არასდროს გამოქვეყნებულა. ის რომთან ახლოს, ბრაჩანოში მდებარე მწერლის სახლში იპოვეს. სახლი მწერლის გარდაცვალების შემდეგ 1993 წელს გაყიდეს, არქივი კი მანჩესტერში გადაიტანეს, მწერლის სახელობის ფონდში – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიშრი-ლანკას ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა გამოცხადებულზე ასით ნაკლები აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში სახელმწიფო ენის შესახებ კანონს ევროკავშირი გამოეხმაურა