ენმს-ის მტკიცებით, ბერა ივანიშვილის მოთხოვნით პოლიციის 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

“ნაციონალურ მოძრაობის” წევრები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრს პოლიციელების ღირსების შელახვაში ადანაშაულებენ. განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა. მისი თქმით, ბერა ივანიშვილის მოთხოვნით, პოლიციის 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

წიკლაურის ინფოპრმაციით, შარდენზე ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს კლუბის დაცვის წევრი დააკავეს, რომლის გათავისუფლებაც გენერალურმა ინსპექციამ ბერა ივანიშვილის დავალებით პოლიციას მოსთხოვა. თუმცა, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რასაც მინისტრის მხრიდან გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა გათავისუფლება მოჰყვა.

„ის ფაქტები, რაც შეეხება პოლიციელთა ღირსების შელახვას, მათ აბუჩად აგდებას, შეგახსენებთ რა სიტყვები იქნა გამოყენებული შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან პოლიციელების მიმართ, როდესაც მან თავის თანამშრომლებს “ბალასტი” უწოდა, ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის და ყველგან დაცავს ქართული პოლიციის ღირსებას, ქართველი პოლიციელების უფლებებს,“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს ხვდება
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას დედა ინტერპოლის მიერ მისი შვილის მკვლელის ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს