“ენმ”-ის უარის მიუხედავად, მერის არჩევნების მეორე ტური ქუთაისსა და მარტვილში მაინც გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, ქუთაისსა და მარტვილში საარჩევნო ბიულეტენებში ენმ-ს კანდიდატები მაინც იქნებიან წარმოდგენილი. ამის შესახებ განცხადება ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა:
“კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კანდიდატი უარს განაცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე, შესაბამისად, მისი მონაცემები მაინც იქნება ბიულეტენში მოცემული,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

გუშინ რამდენიმე საათიანი მსჯელობის შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნების ეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადოს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ქუთაისის მერობისთვის ბრძოლაში გრიგოლ ვაშაძე და მარტვილში მამუკა დანელია უნდა დაპირისპირებოდნენ. მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მთავარ მიზეზად, ენმ-ს ლიდერები არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ასახელებენ.

banner
წინა სტატიაშიშსს: თამაზ მეჭიაურის მხარდამჭერებზე თავდასხმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
შემდეგი სტატია“თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს” – ISFED