“ენმ” თემირლან მაჩალიკაშილს საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხვს

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლას, “ნაციონალური მოძრობა” საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, დადგენილების პროექტი საპარლამენტო ფრაქციამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა:

“საპარლამენტო ფრაქციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა დადგენილების პროექტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელმაც უნდა შეისწავლოს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები.

აღნიშნული ფაქტისას იკვეთება სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლის შედეგადაც მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ ვის მიერ იქნა ბრძანება გაცემული და რის საფუძველზე. კერძოდ, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორცილედა პირის ლიკვიდაცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება” ნათქვამია ენმ-ს ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშიყოფილი გამგებლის ავტომობილი დაწვეს – Toyota Prado-სთვის ცეცხლის წაკიდება სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს
შემდეგი სტატიაგორში ქალი გარდაცვლილი იპოვეს