“ენმ” შსს-ში, საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსად, გიგა ზესაშვილი ინიშნება. პარტიაში ამბობენ, რომ ზესაშვილი ყველა არჩევნების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ამასთან ის მონაწილეობას იღებდა 20 ივნისის აქციის დარბევაში.

როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, მსგავსი საკადრო ცვლილებებით დასტურდება, რომ მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება და ძალოვან უწყებებს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.

“ახლა საოლქო საარჩევნო კომისიები საზღვრების დადგენის პროცედურას იწყებენ, ეს პროცედურა ჯერ გავლილი და დასრულებული არ არის, ის 1-ლ ივლისამდე უნდა დასრულდეს. ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის უფროსები, არაფორმალურად, ამ საზღვრების დადგენაში ჩაერთვებიან, რომ ისე დაადგინონ ეს საზღვრები, როგორც ეს ქართულ ოცნებას აწყობს”,- ამბობს ენმ-ს წევრი ანა წითლიძე.

banner
წინა სტატიაშიდედა სიდონიას წერილი: რაც ხდება ეკლესის ირგვლივ, არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი
შემდეგი სტატიავანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ გაიმართება