20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

„ენმ“-ში დროებითი მმართველობა შეიქმნება — ანა წითლიძე პოლიტსაბჭოსა და ყრილობის გეგმებზე

„ენმ“-ში დროებითი მმართველობა შეიქმნება — ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა  ანა წითლიძემ პოლიტსაბჭოსა და ყრილობის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

ანა წითლიძის განცხადებით, პოლიტიკურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს უახლოესი ყრილობის თარიღზე, ყრილობის ჩატარების წესზე და განსაზღვროს დელეგატები, რომლებიც ყრილობაზე იქნებიან წარმოდგენილი და კენჭისყრებში მონაწილეობის უფლებამოსილება ექნებათ.

წითლიძის განმარტებით, შემდეგ უკვე ყრილობამ უნდა აირჩიოს დროებითი მმართველობითი ორგანო, რომელსაც კონკრეტული ვადით ექნება განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილება.

„დროებითი მმართველობითი ორგანო იმუშავებს „რეფორმების საბჭოსთან“ ერთად, რომელიც არის პარტიის გარეთა ორგანო, ასევე, დაანონსებულია, რომ „რეფორმების საბჭო“ ნანუკა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით იქნება“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

ამასთან, ანა წითლიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა თბილისში არ იმყოფება და ამიტომ არ ესწრება ის პოლიტსაბჭოს სხდომას.

„მქონდა თინა ბოკუჩავასთან კომუნიკაცია, ვიცი, რომ არ იმყოფება თბილისში. მე ეს ინფორმაცია მაქვს“, – განუცხადა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს
შემდეგი სტატიაანა წითლიძე “ენმ”-ის თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს