ენმ საქართველოს მოქალაქეებს შობის დღესასწაულს ულოცავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლების იმ ნაწილს, რომელიც დღეს ქრისტეშობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გილოცავთ ყველას, ვინც დღეს ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავთ!

შობის დღესასწაული კათოლიკეებს, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მრევლსა და ორმოცდაათიანელებს, ენმ-ის ლიდერებმა ნიკა მელიამ, ხატია დეკანოიძემ, გიორგი როინიშვილმა და სევდია უგრეხელიძემ პირადად მიულოცეს.

საქართველოს კონსტიტუცია დაფუძნებულია პიროვნების თავისუფლების ქრისტიანულ ტრადიციაზე და იცავს თითოეულ მოქალაქეს. თავისუფლების დაცვა ჩვენი აწმყოსა და მომავლის ურყევ ფუნდამენტად უნდა იქცეს. გისურვებთ ულევ სიხარულს, წინსვლას, წარმატებებს და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა დაცულია, სადაც პიროვნების ღირსება უპირობო და ხელშეუვალია.“- აღნიშნულია ენმ-ს მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრს მიმართავს Timer
შემდეგი სტატიასააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა პროცესის გადადება კიდევ ერთხელ მოითხოვა