ენმ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს მიმართავს

ენმ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს, დღის სამ საათამდე მიმართავს. ამის შემდეგ კი კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრები ინდივიდუალურად დაწერენ განცხადებებს მანდატების შეწყვეტაზე.

ცნობისთვის, საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს ამ დროისთვის მხოლოდ “კოალიცია ცვლილებისთვის” მიმართა. ინდივიდუალურად კი პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით მიმართა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება “ძლიერ საქართველოს” – მათი გადაწყვეტილება დღეს, დაახლოებით 13 საათისთვის გახდება ცნობილი. გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას შესაბამის დროს მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ
შემდეგი სტატიაპარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნების თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა