“ენმ” საგარეო უწყებას სერგეი ლავროვის საპასუხო განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს

ნაციონალური მოძრაობა შეშფოთებულია სერგეი ლავროვის განცხადებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილის გამო. ოპოზიცია საგარეო უწყებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ უპასუხოს სერგეი ლავროვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველო ტერორისტების მომზადებაში და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა ვიცით, რომ რუსეთი ცალსახად ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში და ეს ახალი არ არის, მაგრამ შემაშფოთებელია, რომ ეს განცხადება უპასუხოდ რჩება დღეს. ჩვენ ვშიშობთ და გვაქვს სერიოზული ვარაუდი ვიფიქროთ, რომ რუსეთის საგარეო უწყების მსგავსი განცხადება, რეალურად ცდილობს, ქართული მხარე ჩაითრიოს თანამშრომლების იმ ფორმატებში, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უშიშროებას და თავდაცვას, რომელიც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და რეალურად დაეხმარება რუსეთს, საკუთარი ინტერესების გატარებაში ჩვენს ქვეყანაში,“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაში,,შოუ არ შედგა! საკრებულოში მერიის წარმომადგენლები არ გავგზავნეთ- ნარმანიას პასუხი საკრებულოს დეპუტატებს
შემდეგი სტატიასაპენსიო რეფორმა სექტემბარმდე ამოქმედდება