„ენმ”-ს ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე საოლქო პროკურატურაში დაიბარეს

ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ანა წითლიძე სამეგრელო- ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაიბარეს. წითლაძე გამოკითხვაზე იმყოფება.

წითლიძის თქმით, პროკურატურამ ის იმ საგარანტიო სერტიფიკატების გამო დაიბარეს, რომელიც წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გასცეს.

ანა წითლიძე ამბობს, რომ საგარანტიო სერტიფიკატების გაცემა არის საერთაშორისო პრაქტიკა და აღებული ვალდებულებების შესრულება მოხდება საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე გამოკითხვაზე დაბარებას არჩევნებს უკავშირებს.

პროკურატურაში გამოკითხვაზე 25- მდე ადამიანია დაბარებული.

banner
წინა სტატიაშივის მიეცით არჩევნების პირველ ტურზე ხმა – Edison Research-მა მოსახლეობა გამოკითხა
შემდეგი სტატიაარქიმანდრიტი ბართლომე : წარმოუდგენელია იმ ხელისუფლების დაბრუნება, რომელიც ადამიანებს აწამებდა