ენმ-ს წევრი მანუჩარ კვირკველია პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, ოპოზიციური კვოტით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მანუჩარ კვირკველია აირჩიეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„კომიტეტში მნიშვნელოვანია კონსტრუქციული აზრის მოსმენა, ამისთვის მანუჩარ კვირკველიასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ,“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარ მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის წევრი, შოთა ხაბარელი ოპოზიციონერი დეპუტატის კომიტეტის საქმიანობაში ჩართვას მიესალმა და აღნიშნა, რომ ასეთი რანგის სპორტსმენის შემოსვლა კომიტეტში მნიშვნელოვანია.

ამასთან, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების თანამდებობებზე უარს ამბობს.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე: მინდა, ჩვენს ოპონენტებს ვურჩიო და ვუთხრა, რომ მათი რადარები მოძველდა
შემდეგი სტატიამარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა