ენმ-ს წევრებმა პარლამენტში 20 ივნისის ამსახველი ფოტოები გააკრეს

“20 ივნისს მოხდა ის, რაც რეალურად წარმოადგენს თქვენი მმართველობის სიმბოლოს” – “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ “ქართული ოცნების”  წევრებს მიმართა. ენმ-ს წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში პერფორმანსის სახით, 20 ივნისის ღამის ამსახველი ფოტო -მასალა გააკრეს.

“ვაკრავ იმას, რაც რეალურად მოხდა 2020 წლის 20 ივნისს. მე შევპირდი ძალიან ბევრ ადამიანს, იმიტომ, რომ ჩემს ოჯახის წერვებთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდექით 2019 წლის 20 ივნისს, როცა აი აქ, პარლამენტში, აი აქ ამ დარბაზში, აი აქ, ამ ტრიბუნასთან, სადაც ნამდვილად არის ის სული, რომელიც არის ის სული, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის სული და სიმბოლო იჯდა რუსი ოკუპნატი და ხასიათით, სიმბოლოთი, ბატონი გავრილოვი წარმოადგენდა ზუსტად იმას ვინც არ უნდა შემოსულიყო საქართველოს საზღვარზე ვერასდროს, არასდროს და ამას იძლეოდა საქართველოს კანონმდებლობა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე “ნაციონალურ მოძრაობას”- “ნაცმოძრაობის ისტერიამ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა”
შემდეგი სტატიაროსტომ ჩხეიძე: ხელისუფლების ცვლილებისთანავე ამნისტიის კანონი გადაიხაზება