“ენმ”-ს წევრებმა ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე “გაზპრომზე” და გიორგი ცერცვაძის საქმეზე ისაუბრეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეას დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გაფორმებული შეთანხმებაა. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ქართველი ჯარისკაცის, გია ცერცვაძის ამბავზე და ხელისუფლების კრემლთან შესაძლო თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოდან ერთადერთი წარმომადგენელია ევროპის სახალხო პარტიაში და ის გააგრძელებს მუშაობას ევროპელ მეგობრებთან ქვეყნის ინტერესების დასაცავად”- აღნიშნულია ენმ-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში უკრაინელები ცემეს წინადადების გამო, რომ ლვოვი უკრაინას ეკუთვნის
შემდეგი სტატიამედიის თავისუფლება და ჟურნალისტთა საქმიანობა – ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს