ენმ-ს შეუძლია არ შევიდეს პარლამენტში, რის შემდეგაც ლეგიტიმაციის საკითხი დადგება

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. ხუხაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სიტუაციის განვითარების ორი სცენარის დადგმა შეუძლია, ერთ-ერთი მათგანი კი რევოლუციური სცენარია:
„მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნებისთვის თითქოს კარგი შედეგი დადგა, ვფიქრობ, რომ შემდგომი მოქმედებების პოლიტიკური დიაპაზონი, ანუ პოლიტიკური ინიციატივა ნაციონალური მოძრაობის ხელში გადავიდა. რომელსაც შეუძლია წავიდეს მოკლევადიანი სცენარით ანუ რევოლუციური სცენარით, უბრალოდ უარი განაცხადოს პარლამენტში შესვლაზე, რის შემდეგაც შეიძლება დადგეს პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა. მეორე სცენარი, უფრო გრძელი დედლაინით, პირობითად ამას „ბოკერიას სცენარი“ ვუწოდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ არის სუსტი ხელისუფლება და ფაქტობრივად პარტიის ფორმირებაც კი ვერ მოახერხეს, 2012 წლისთვის ისინი საგრძნობლად შეფერთხილები და დასუსტებულები მოგვევლინებიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე გაწმენდილს აქვს ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ 2020 წელს დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: არჩევნების შედეგები სამწუხაროა, საშიში და ცოტა პატრონყმულიც
შემდეგი სტატიადათვლილია 99.92%, “ოცნება” – 48.6%, ენმ – 27.14%, პატრიოტთა ალიანსი 5%