ენმ-ს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეორე ტურისთვის ბრძოლას განაგრძობენ

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეორე ტურისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

როგორც გია თევდორაძემ, აკაკი ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, პარლამენტის თბილისში არგადატანასთან დაკავშირებით, მათ იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებისგან ბუნდოვანი პასუხები მოისმინეს, შესაბამისად, ისინი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აღარ ამბობენ.

“ჩვენ გუშინ იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან შესულ და შესასვლელ მაჟორიტარობის კანდიდატებს მოვუწოდეთ, რომ თუ ისინი ღიად იტყოდნენ, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას მხარს არ დაუჭერდნენ, მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებდით, თუმცა მათგან ბუნდოვანი და არადამაჯერებელი პასიუხი მივიღეთ. აღნიშნულის გამო, მეორე ტურში ბრძოლას განვაგრძობთ. ეს იქნება არჩევნები რეფერენდუმი, რადგან ქუთაისელები გადაწყვეტენ, სურთ თუ არა პარლამენტის დარჩენა ამ ქალაქში”,- აცხადებენ მაჟორიტარობის კანდიდატები.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მაჟორიტარობის კანიდატმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ თუ იმერეთის 11-ვე დეპუტატი მხარს პარლამენტის ქუთაისში დარჩენას დაუჭერს, ის კანდიდატურას მოხსნიდა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოსა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ