“ენმ”-ს პოლიტსაბჭოს სხდომა-პარტია ყრილობის წესს განსაზღვრავს

რამდენი დელეგატი იქნება ნაციონალურ მოძრაობის ყრილობაზე წარმოდგენილი, დღეს გახდება ცნობილი.

ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს. დეპუტატების განცხადებით, წარმოდგენილია 2 პროექტი, რომლის თანახმადაც, პირველ შემთხვევაში ყრილობაზე დელეგატთა რაოდენობა 7000 იქნება, მეორე შემთხვევაში კი ნაციონალური მოძრაობა 2 200 დელეგატით წარდგება.

შესაბამის გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო კენჭისყრის შედეგად მიიღებს, რის შემდეგაც პარტია ყრილობის თარიღზეც შეთანხმდება.

„ვიმსჯელებთ ძირითადად წესთან დაკავშირებით, რა წესით უნდა გაიმართოს და როდის უნდა გაიმართოს ყრილობა. შემოტანილია ორი წესი, ალტერნატიული წესი და ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებებს,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2-ის” საქმე – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია
შემდეგი სტატია“ველით იმას, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული,”- გაეროს ელჩი საქართველოში “რუსთავი 2-ის” საქმეზე