ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ჭითაწყარის მოსახლეობას შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონია, დღეს ჭითაწყარის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ უმეტესად პანდემიით მიყენებულ ზარალზე და სიღარიბეზე ისაუბრა. ასევე, ისინი ხელისუფლებისგან წინა საარჩევნოდ მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაზე და ხელისუფლებისგან წინა საარჩევნოდ ზეწოლის ფაქტებზე ჩივიან.
მალხაზ ჯალაღონიამ განაცხადა რომ: „ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის მზად კორონაკრიზისთან საბრძოლველად და ვირუსს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ამიტომაც 31 ოქტომბერს, ქართულ ოცნებას უნდა ვუთხრათ „არა“! შედეგები არის მძიმე, ხალხი სიღარიბის ზღვარს მიღმაა.“
მალხაზ ჯალაღონიამ, ასევე განაცხადა რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში გაიზრდება პენსია, გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი და ეკონომიკური პირობები, საბოლოოდ გადაიჭრება 24 საათიანი წყალმომარაგების პრობლემა.
მალხაზ ჯალაღონიამ სოფლის მაცხოვრებლებს მოუწოდა რომ არ დამალონ არც ერთი ზეწოლის ფაქტი, ჩააყენონ საქმის კურსში და აუცილებლად ყველა უკლებლივ მოვიდეს არჩევნებზე იმიტომ რომ მაღალი აქტივობა არის ის რაც ქართულ ოცნებას დაამარცხებს!

banner
წინა სტატიაშიმეუფე მელქისედეკი აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს უხდის
შემდეგი სტატიაროლანდ ფიფია: ჯამური ინვესტიცია 40,000,000 ლარი იქნება დასაქმდება – 2,050 ადამიანი