“ენმ”-ს ყრილობას ხატია დეკანოიძე ესწრება

“ენმ”-ს დღევანდელ ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრება უკრაინის ეროვნული პოლიციის აკადემიის ყოფილი უფროსი ხატია დეკანოიძე. როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს აღნიშნა, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, თუმცა ფიქრობს, რომ “ნებისმიერი დატვირთვა, რომელიც ექნება ამ ქვეყანაში, იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა.

“მე ვფიქრობ, ის არის ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც ჩემს სამშობლოს აქვს. ამ მოცემულობაში, როდესაც რუსეთთან უკრაინას ომი აქვს, როდესაც უკრაინის და ჩვენი მებრძოლები ფრონტის ხაზზე არიან, დღეს ჩვენი მთავრობა აწერს ხელს “გაზპრომთან” კაპიტულანტურ ხელშეკრულებას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს უერთდება
შემდეგი სტატია(VIDEO) სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს