ენმ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს, 23 სექტემბერს დაასახელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.

კანდიდატებს პარტიის ცენტრალურ ოფისში 21:00 საათზე წარადგენენ.

ამ დროისთვის პარტიას მაჟორიტარი კანდიდატი ოფიციალურად თბილისის სამ ოლქში ჰყავს დასახელებული – ნიკა მელია (გლდანი), ლევან ხაბეიშვილი (სამგორი) და ხატია დეკანოიძე (ისანი). ასევე ცნობილია რამდენიმე კანდიდატის შესახებ – გიული ალასანია (ზუგდიდი), გრიგოლ ვაშაძე (ქუთაისი), გიორგი ბოტკოველი (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი), დავით კირკიტაძე (რუსთავი), ლევან ბეჟაშვილი (გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღი), დევი ჭანკოტაძე (სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქი), ელგუჯა ბაგრატიონი (ქობულეთი), მიხეილ ბოლქვაძე (ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქი), კახა გეწაძე (ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული).

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა : გარკვეული პირი ენმ-ს საარჩევნო კომისიის წევრებს ყალბ მითითებებს აძლევდა
შემდეგი სტატიასენაკში სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარი გაიმართა.