“ენმ”-ის რაიონული კონფერენცია ხულოში ინციდენტით დაიწყო

ინციდენტით დაიწყო ხულოში ნაციონალური მოძრაობის რაიონული კონფერენცია. პარტიის წევრებს ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ. შესასვლელი კარი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა დეკანაძემ იმ მოტივით ჩაკეტა, რომ კონფერენცია არალეგიტიმურია და მასთან არ იყო შეთანხმებული.

ნაციონალური მოძრაობის აჭარის ლიდერები სერგო რატიანს დაუკავშირდნენ, თუმცა ოფისის კარი მაინც არ გაიღო და 20 იანვრისთვის დაგეგმილი დელეგატების არჩევა ღია ცის ქვეშ მოუწიათ.

„გამოვიდნენ ყველა სამართლებრივი ფორმიდან, პარტიის წევრებს პარტიის ოფისში არ უშვებენ. პარტიის ოფისი არ არის არავის კაბინეტი, ეს არც კახა დეკანაძის კაბინეტია და არც სერგო რატიანის. ეს არის ოფისი, სადაც თავს უნდა იყრიდეს და ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს აქ თავშეყრის საშუალება უნდა მიეცეს. გარდა ამისა, აქ ვართ უმაღლესი საბჭოს წევრები მოსული ხალხთან შესახვედრად,“ – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას: გილოცავთ ახალი მთავრობის ფორმირებას
შემდეგი სტატიაჩინეთმა წყალბადის საწვავზე პირველი თვითმფრინავი გამოსცადა