ენმ ქუთაისში აქციისთვის ემზადება – ქუთაისის მერი ოპოზიციას რეკომენდაციით მიმართავს

ნაციონალური მოძრაობა თბილისში 5 ოქტომბერს მასშტაბური აქციისთვის ემზადება, მანამდე კი პარტია ქუთაისში 2 ოქტომბერს მხარდამჭერებს შეხვდება.

სწორედ ამ თემაზე ისაუბრა დღეს ქუთაისის მერმა და განმარტა, რომ პარტიას სრული უფლება აქვს გამართოს აქცია, თუმცა დღის ბოლომდე უნდა შეიტანონ მერიაში განაცხადი კონკრეტულად რომელ ქუჩაზე გეგმავენ წინასაარჩევნო კამპანიას.

როგორც ქუთაისის მერმა განმარტა, შესაძლოა აქციის ჩატარებამ ხალხი გააღიზიანოს.

“თუ აიღებენ პასუხისმგებლობას, რომ გაღიზიანდეს ქუთაისში მოსახლეობა, ჩაატარონ წმინდა ნინოს ქუჩაზე უნდათ რუსთაველის ქუჩაზე. ერთი პირობით, რომ ადმინისტრაციულ შენობას 20 მეტრის რადიუსში არ მიეკარებიან,”- აცხადებს შოთა მურღულია.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: 2008 წლის ომი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ძირითადი დანაშაული იყო
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მეორადი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის მუხლი გააუქმა