ენმ ქუთაისის საკრებულოს წევრებმა დატოვეს

“ნაციონალური მოძრაობიდან” ქუთაისის საკრებულოს 12 წევრიდან 7 ადამიანი მელიას გუნდს შეუერთდა. საგანგებო განცხადება ქუთაიში სულ რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

წასვლის მიზეზად ქუთაისის საკრებულოს წევრები ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკას ასახელებენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შეგნებულად დააყენეს კომფრომისტულ სისტემურ ფსევდოოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის გზაზე. გამომდინარე ამ მოცემულობიდან, გვინდა განვაცხადოთ, რომ დღეიდან ოფიციალურად ვტოვებთ პარტიის რიგებს. სამშობლო და სახელმწიფო ყოველთვის უფრო გაცილებით მაღლა იდგება, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება ან პარტია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბრძლა პრორუსულ, არაფორმალურად მართულ არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან კვლავაც გაგრძელდება, ოღონდ გაგრძელდება სხვა პლატფორმიდან, – განაცხადეს ქუთაისის საკრებულოს წევრებმა.

banner
წინა სტატიაშიკრიშიანის კარინში – ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება სტატუსი, ნათელია, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს
შემდეგი სტატიაგალში მოკლული საქართელოს კიდევ ერთი მოქალაქე – ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს