19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

“ენმ” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, რომელსაც მოქმედი თავმჯდომარე არ ესწრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პოლიტიკური საბჭოს სხდომას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ ესწრება.

დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ლიდერები და წევრები „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე განისაზღვრება ყრილობის ჩატარების თარიღი.

პარტიის ლიდერების ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომის დღის წესრიგში ასევე იქნება დელეგატების მოწვევის წესი და ა.შ.

ყრილობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა

banner
წინა სტატიაში“რეაბილიტაცია აუცილებელია, თუმცა დღესვე უნდა ვიფიქროთ სექტემბერზე”- კახა კახიშვილი რუსთაველზე მოძრაობის ჩაკეტვაზე
შემდეგი სტატიასეს-მა თბილისში კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა