“ენმ” ოთარ ფარცხალაძის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

,,ნაციონალური მოძრაობა“ სამი დღის წინ შარდენზე ოთარ ფარცხალაძისა და სახემწიფო აუდიტორის ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ლაშა თორდიას ცემის შემდეგ ხელისუფლება ცდილობს, დაფაროს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დანაშაული.
,,საუბარია დანაშაულზე,რომელიც ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ამალამ სამი დღის წინ ჩაიდინა, როდესაც მათ თავშეყრის ადგილზე სცემეს სახელმწიფო აუდიტორს ლაშა თორდიას, მინდა მივმართო პროკურატურისა და ძალოვანი უწყების რიგით თანამსრომლებს. ფარცხალაძის დანაშაულებები არ არის თქვენი დანაშაული, მაგრამ რასაც ახლა აკეთებთ ფარცხალაძის დანაშაულის დაფარვა არის უკვე დანაშაული. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან მალე მოშორდება ისე ნუ გააკეთებთ, რომ ვერ ჩახედოთ თქვენს შვილებს თვალებში და თვალებში ჩახედით მართლმსაჯულებას,“- განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურასთან პარტიას აქვს სამი მთავარი მოთხოვნა. მათი მოთხოვნით, უნდა მოხდეს დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ყველა ფირის გასაჯაროება საზოგადოებამ უნდა ნახოს რა მოხდა სამი დღის წინ,ასევე მათი თქმით, უნდა მოხდეს დანაშაულის მუხლის გადაკვალიფიცირება და ნაცვლად იმ მუხლისა, რომელიც განზრახ შეარჩია არაფორმალურმა მმართველმა,რომ ,,მისი შვილის ძმაკაცი გასამართლდეს“ მსუბუქი მუხლით და პროკურატურამ მოითხოვოს ფარცხალაძის წინასწარი პატიმრობა გამოძიების დასრულებამდე.

banner
წინა სტატიაში“ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა საქართველოს პროკურატურაში სუსის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
შემდეგი სტატია“ნაციონალები” ნარმანიას დაკითხვას ითხოვენ