“ენმ” მზადაა უფასო ავიარეისის შესრულებისთვის საჭირო თანხა საქართველოს მთავრობას ჩაურიცხოს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 5, 2020 13:32

“ენმ” მზადაა უფასო ავიარეისის შესრულებისთვის საჭირო თანხა საქართველოს მთავრობას ჩაურიცხოს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადაა უფასო ავიარეისის შესრულებისთვის საჭირო თანხა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილი მოქალაქეების ჩამოყვანა უნდა მოხდეს, საქართველოს მთავრობას ჩაურიცხოს. ერთადერთი პირობა არის ის, რომ ხელშეკრულება “სქაიაფთან” გაფორმდეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა.

„სასწრაფოდ საჭიროა და მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართოს იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთასამინისტროებს იმისათვის, რომ „სქაიაფს“ მიეცეს საშუალება ამ ფრენების განხორციელების. საგანგებო მდგომარეობაა სახელმწიფოში, აეროპორტები დაკეტილია და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ამ ნებართვის მიღება სრულიად შეუძლებელია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაავალოს საკონსულოებს და საელჩოებს აღნუსხოს ჩვენი მოქალაქეები, სოციალური სამართლიანობის საფუძველზე შეადგინოს მგზავრების სია იმის გათვალისწინებით, რომ უპირველეს ყოვლისა ბავშვებიანი ოჯახები, სტუდენტები, სამკურნალოდ ჩასული და იქ ჩარჩენილი ადამიანები უნდა მოხვდნენ ამ სიებში.

28 მარტს ჩვენ უკვე მივაწოდეთ ჩვენი მოქალაქეების სიები, სადაც 4000 მეტი ადამიანია, ამიტომ ამის განხორციელება არც თუ ისე ძნელია. აუცილებელია, რომ „სქაიაფს“ მიეცეს ფრენებისთვის შესაბამისი ნებართვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის 81-ედადგენილების ფარგლებში, რომლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, ხოლო მეორე მუხლის მესამე პუნქტი განმარტავს, რომ ჩარტერული ფრენებისგანა ცხადი განიხილება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკის დამდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ვერც ერთი ფიზიკური პირი დაპოლიტიკური პარტია ამას ვერ გააკეთებს, თუ ხელისუფლების თანხმობა არ იქნება და ბოლოს, რომ მოვხსნათ ყველა ბარიერი და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაშველო ოპერაცია ჩავატაროთ, ჩვენ მზად ვართ შესაბამისი თანხა გადმოვურიცხოთ ხელისუფლებას. ერთადერთი პირობაა, ფინანსები გამოიყოფა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ხელს მოაწერს უკრაინულ ავიაკომპანია „სქაიაფთან“ კონტრაქტზე“, -განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 5, 2020 13:32

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics