ენმ მზადაა, თბილისში რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს – მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან, ექვს ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს, ორ ოლქში კი კანდიდატის საკუთარი პარტიიდან წარდგენის იმედი აქვს. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის არჩევნებზე, მაჟორიტარულ ნაწილში ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატების დასახელების მომხრეა.

მელია ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თბილისშია, თუმცა ამავდროულად, აღნიშნავს, რომ ენმ პატივს სცემს სხვა პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც საკუთარი კანდიდატებით არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში გამოკვლეულ 50 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – მხარს ვუჭერთ 120/30-ზე ვარიანტს