,,ენმ” მთავრობის წევრებს პარლამენტში იბარებს

“ნაციონალური მოძრაობა” ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვაზე რუსეთისთვის დახმარების თხოვნის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და ახსნა-განმარტებებს ითხოვს კითხვაზე, თუ რატომ მიმართა საქართველოს მთავრობამ დახმარებისთვის ოკუპანტ ქვეყნას.

საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის წევრებს სადეპუტატო შეკითხვას ოფიციალურად უგზავნის და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. ენმ მთავრობის წევრებს პარლამენტში დაბარებას ითხოვს.

„ვალდებულები ვართ, მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი დავსვათ. საქართველო, რომელიც არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყანა, გაუგებარია, რატომ მიმართა რუსეთის მხარეს საქართველოს ხელისუფლებამ, მანამ სანამ ამოიწურა ყველა სხვა შესაძლებლობა, საერთოდ სცადა, თუ არა სხვა შესაძლებლობების გამოყენება. ბევრი შეკითხვა გვაქვს და აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადდნენ,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხანძარი სოფელ სვირში – სტიქიის ზონაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ჩავიდა
შემდეგი სტატიაახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია