“ენმ”-ის მხარდამჭერისთვის წინაწარი პატიმრობის შეფარდება სააპელაციოში გაასაჩივრეს

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ნაციონალური მოძრაობის 6 მხარდამჭერისთვის ორ თვიანი წინაწარი პატიმრობის შეფარდება ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე მათ გათავისუფლებას ან გირაოს შეფარდებას ითხოვს.

დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ბრალს არ აღიარებენ. ისინი რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს საკუთარი სახლებიდან.

მათ 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა და პოლიციისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ბენიძე : არსებობს რისკები, რომ არჩევნების დღეს იყოს გარკვეული ინციდენტები
შემდეგი სტატიაშსს-მ ნაძალადევის რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა