ენმ მიესალმება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია, ჯანმრთელობამ შეუწყოს ხელი – ხაბეიშვილი

„მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას. მთავარია, ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალს და დაეხმაროს ამ რეჟიმის დამარცხებაში“, – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა მიესალმება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას“.

„დარწმუნებული ვარ, ის ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში. მთავარია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს აქტიურად და მონაწილეობა მიიღოს რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟში“, – ამბობს ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიყველა პროდასავლური პარტია, მიუხედავად განსხვავებისა, უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნის ირგვლივ, რაც არის „რუსული ოცნების” მოშორება – წითლიძე
შემდეგი სტატიაზღვაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს