ენმ, მასთან აფილირებული NGO-ები და არახამია-არესტოვიჩის ფრთა ერთი შინაარსის მატარებელია – ქადაგიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან აფილირებული არასამთავრობოები, ასევე, უკრაინაში “არახამა-არესტოვიჩის ფრთა”, ერთი შინაარსის მატარებელია.

მისი აზრით, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში ერთ მხარეს სურვილი აქვს, რომ აქ “მეორე ფრონტი” გაიხსნას”.

“აქაური “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან აფილირებული იგივე თუ გინდა არასამთავრობო ორგანიზაცია და უკრაინის ხელისუფლების არახამია, არესტოვიჩი, აი ეს ფრთა, არის ერთი პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, რომელსაც კონკრეტულ მესიჯბოქსამდე დალაგებული აქვთ ეს ყველაფერი. დროში გაწერილია როდის ვინ რა უნდა თქვას, მერე ვინ რა განცხადება გააგრძელოს. ეს არის რეალური პოლიტიკა, ამიტომ ჩვენც ამ რეალურ პოლიტიკას რეალური თვალებით უნდა შევხედოთ. და აქ ის, რომ საქართველოსა და უკრაინელ ხალხს შორის, მეგობრობაა, ის რომ საქართველო ძალიან ყოველმხრივ მხარს უჭერს უკრაინას, უკვე მეორეხარისხოვანი ხდება, როცა ერთ მხარეს აქვს სურვილი, რომ საქართველო იყოს საბრძოლო მოქმედებების ადგილი და მეორე ფრონტის გახსნის ადგილი”, – თქვა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუცნაურია, რომ პოულობენ დროს და საქართველოს დეოლიგარქიზაციაზე ზრუნავენ – სერგეენკო უკრაინელებზე
შემდეგი სტატიაგურამ მაჭარაშვილი – უკრაინის არაერთმა თანამდებობის პირმა დაადასტურა, რომ აქაური „ომის პარტიის“ მიზანი მეორე ფრონტის გახსნა იყო, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებებიც