ენმ-მ შესაძლოა საკონსტიტუციო კომისია დატოვოს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” შესაძლოა საკონსტიტუციო კომისია დატოვოს . პარტიაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციის ამ დროისთვის არსებული პროექტი გაცილების უარესია და მას საბჭოთა კონსტიტუციას ადარებენ.

„საქართველოს კონსტიტუცია კი არ უნდა ერქვას, არამედ უნდა ეწოდოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია. გინდ ყოფილხარ და გინდ არა ამ კომისიაში, მაგრამ ალბათ პარტია სულ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინაიდან, ის ეჭვები რაც ჩვენ გვქონდა, რომ კონსტიტუცია უკვე დაწერილია და გვიყენებდნენ ამ კონსტიტუციის გასამართლებლად, რეალურად აღმოჩნდა სწორი. ეს დოკუმენტი შეუძლებელია, რომ ქვეყნის მომავალ განვითარებას მოემსახუროს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის ანგარიშს დღეს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ